პაპუნა მარგველიძემ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა სამხარეო სამსახურების უფროსების მხრიდან ინფორმაცია სფეროების მიხედვით აქტუალურ საკითხებზე. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესრულებები, საგაზაფხულო ხვნა-თესვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები. სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ რეგიონის მასშტაბით ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. პანდემიისგან ყველაზე კარგი გამოსავალი სწორედ, რომ იმუნიზაციის პროცესია. შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: გიორგი მაქარაშვილი, ლაშა ჭიჭინაძე, თემური ჩანქსელიანი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე.

Visited 98 times, 1 visit(s) today