პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ახალ საკანონდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა. საკანონდებლო ინიციატივები შეეხება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას. ბიურომ, კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განსაზღვრა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს დეპოზიტების დაზღვევის გავრცელებას იურიდიულ პირებზეც. ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავარობის ინიციატივით წარმოდგენილ „საბაჟო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.