პარლამენტის ბიურომ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომის დღის წესრიგი განიხილა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ბიურომ რიგგარეშე სესიის 4 ივლისის სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა. პარლამენტის წევრები პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 115 პროექტს. კანონპროექტის თანახმად, ახლებურად განისაზღვრება საქართველოს სამინისტროთა სახელწოდებები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი. პროექტი ითვალისწინებს 10 სამინისტროს არსებობას ნაცვლად 13 სამინისტროსი. შემოთავაზებული ცვლილებებით, აგრეთვე განსაზღვრულია შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და უფლებამონაცვლეობის საკითხები. გარდა ამისა, კანონის პროექტით მოწესრიგებულია „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები.
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს. რიგგაარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია მესამე მოსმენით წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვაც. დღის წესრიგში შეტანილია კანონპროექტების ნაწილი ითვალისწინებს კანონების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან.

Visited 107 times, 1 visit(s) today