პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა. განსახილველ საკითხებს დაემატა ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილება.
ბიურომ ცნობად მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტიდან „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ.
კანონმდებლებმა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის ბიუროს სხდომა ხვალ 11:45 საათზე გაიმართება, ხოლო, პლენარული სხდომის ფორმატში დეპუტატები 12:00 საათზე შეიკრიბებიან.

Visited 150 times, 1 visit(s) today