პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომაზე მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების განხილვის გრაფიკი განსაზღვრეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურის წამოყენების შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მომართვა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ საკითხები გააცნო.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდება, კერძოდ, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაურის და თავდაცვის მინისტრად – ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურები. პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრობის კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში ოთხ თემატურ საკომიტეტო სხდომაზე მოუსმენენ.
საკომიტეტო სხდომები 4-5 სექტემბერს, ხოლო პოლიტიკურ ჯგუფებში, ფრაქციებში მოსმენები 6-7 სექტემბერს გაიმართება.
ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის პლენარული სხდომა 8 სექტემბერს იმსჯელებს.

Visited 88 times, 1 visit(s) today