პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 22 წევრით განისაზღვრება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილებაში ცვლილება განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 20 წევრის ნაცვლად, 22 წევრით განისაზღვრება. ცვლილება პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ შექმნამ განაპირობა.

„ეთიკის საბჭოში თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც. მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ჯგუფი, ამიტომ თითო-თითო წევრი დაემატება როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Visited 26 times, 1 visit(s) today