პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. კახა კუჭავა ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტებს და პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, პარლამენტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სხვადასხვა ფორმატებზე იმსჯელეს. კახა კუჭავამ პალატის წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები გააცნო. ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ახლო მომავალში, მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

Visited 33 times, 1 visit(s) today