პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით სსიპ პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა სსიპ პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის განსაზღვრას, მათ შორის, კვლევითი ცენტრის საშტატო ნუსხის და შრომის ანაზღაურებების დამტკიცების საკითხებს შეეხებოდა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მოხსენება გააკეთა კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხელაშვილმა. საბჭოს წევრებმა განიხილეს ცენტრის მიმდინარე საქმიანობა, სამომავლო სტრატეგია და მიიღეს გადაწყვეტილება საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კვლევითი ცენტრი საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანობისა და ანალიტიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წელს შეიქმნა. ცენტრი მიზნად ისახავს პარლამენტის წევრებისა და კომიტეტებისათვის დროული, კომპეტენტური და პოლიტიკურად მიუკერძოებელი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდებას საკანონმდებლო პროცესის, პარლამენტის დემოკრატიული საზედამხედველო საქმიანობისა და პარლამენტის საქმიანობის სხვა ასპექტების გაუმჯობესების მიზნით.

Visited 184 times, 1 visit(s) today