პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ გაიხსნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტით დადგენილი წესით, ხვალ, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.

Visited 107 times, 1 visit(s) today