პარლამენტი და მთავრობა მოწოდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც შეიძლება აწუხებდეს ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, როგორც პარლამენტი, ისე მთავრობა მოწოდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, ამ მიმართულებით, ყველა საერთაშორისო ფორმატი და ყველა საერთაშორისო მექანიზმი გამოიყენება.
„პირველ რიგში, გამოიყენება ყველა საერთაშორისო ფორმატი, ყველა საერთაშორისო მექანიზმი. ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები, დისკუსიები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ ფორმატში, იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით პროგრესი იქნება მიღწეული,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Visited 164 times, 1 visit(s) today