პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა. რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ ასევე დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე. ბიუროს სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს. პარლამენტის წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ის მოვლენები, რომელიც განვითარდა უკრაინის საზღვართან რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირ უქმნის საფრთხეს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.

„ჩვენი შემოთავაზებაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. ეს პრობლემა არის არა მხოლოდ უკრაინის პრობლემა, არამედ ჩვენი გამოწვევაც“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რეზოლუციის სულისკვეთება ბიუროს სხდომაზე როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გაიზიარეს. რეზოლუციას საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

Visited 46 times, 1 visit(s) today