საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინა. ლევან იოსელიანს, 6 მარტს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატურას უყრის კენჭს. სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს 6 წლის ვადით.
Visited 20 times, 1 visit(s) today