პარლამენტმა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 82 ხმით, 1-ის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილებებით მოვაჭრის ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხები განისაზღვრება. კერძოდ: შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილებას მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. პროექტით ასევე გათვალისწინებულია თუ რას უნდა შეიცავდეს სააგენტოს შუამდგომლობა და მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების გადაწყვეტის წესი, ასევე მოვაჭრის ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ბრძანების გასაჩივრების საკითხები.

Visited 25 times, 1 visit(s) today