პარლამენტმა გიორგი ცაგარეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, კახა კუჭავას ადგილმონაცვლის, გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. შესაბამი დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია გიორგი ცაგარეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მინიჭება.

Visited 52 times, 1 visit(s) today