პარლამენტმა ვლადიმერ კახაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 87 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „#1 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის, ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვლადიმერ კახაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ვლადიმერ კახაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება.

Visited 150 times, 1 visit(s) today