პარლამენტმა ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დადგენილების პროექტს 85 ხმით მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ბერაიამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიკავა თანამდებობა, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ირაკლი ბერაიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

Visited 16 times, 1 visit(s) today