პარლამენტმა ირაკლი ბერაიას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი (დაჩი) ბერაიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან, შესაბამისად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ირაკლი ბერაიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს.

Visited 12 times, 1 visit(s) today