პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” ნდობა 99 ხმით გამოუცხადა. წინააღმდეგი კი 6 წავიდა. მთავრობა დამტკიცებულია შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – მამუკა ბახტაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ჩერქეზიშვილი; ფინანსთა მინისტრი – ნიკოლოზ გაგუა. შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკანიანი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეულ ჩხენკელი; კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

Visited 168 times, 1 visit(s) today