პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები აირჩია. დეპუტატებმა კენჭისყრის შედეგად პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლელა ჯანაშვილი 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი კოკა (კარლო) კაციტაძეს 76 ხმით, 1 წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა. ახალი სამსახურების ხელმძღვანელები პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია.
Visited 30 times, 1 visit(s) today