პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონი დაამტკიცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტმა შსს-ს მიერ შემუშავებულ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლლებები მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე კონტროლისა და რეაგირების მექანიზმების, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულების გაძლიერებას და ადმინისტრირების ეფექტურობის გაზრდას. “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

Visited 165 times, 1 visit(s) today