პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტს 82 ხმით მხარი დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკითხი ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ორი ვაკანსიის შესავსებად კომისიის შექმნას, რომელიც კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

„კონკურსი ჩატარდა, თუმცა კანდიდატების განაცხადების საკმარისი რაოდენობა არ შემოვიდა და კონკურსი ჩაიშალა. ამიტომ ხელახლა გამოცხადდა კონკურსი, ხელახლა უნდა შევქმნათ კომისია და დავამტკიცოთ შემადგენლობა, რომელიც ამ ვაკანსიებზე წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომისიის შემადგენლობაში შედიან: ერმილე მესხია, დავით მაღლაფერიძე, მაკო ჯაოშვილი, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, მარიამ რაზმაძე, ნუგზარ ხავთასი, ნინო კაკულია და ნათია კუპრაშვილი.

Visited 22 times, 1 visit(s) today