პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე აირჩია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე აირჩია. დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ 87 ხმით კახა კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ 90 ხმით ირაკლი მეძმარიაშვილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 91 ხმით – ზაზა ლომინაძეს დაუჭირეს მხარი. აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვეს.

Visited 12 times, 1 visit(s) today