პარლამენტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და 73 ხმით მიიღო. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და სურსათის ნარჩენების შემცირებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას. კანონპროექტის მიღებით იქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე, სურსათის დანაკარგებისა თუ ნარჩენების მართვისა და სურსათის შეწირულობის საკითხს დაარეგულირებს. კანონპროექტი ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობითა და ადგილობრივი ექსპერტის ჩართულობით მომზადდა.

Visited 22 times, 1 visit(s) today