პარლამენტმა 5 ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტში საქმიანობას ხუთი ახალი დეპუტატი გააგრძელებს. მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის წევრებმა დადგენილების პროექტით მხარი დაუჭირეს. პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლის, გიორგი ჩაკვეტაძის უფლებამოსილებას პარლამენტის 83 წევრი ერთხმად დაეთანხმა. პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლედ, პარლამენტმა თენგიზ შარმანაშვილის უფლებამოსილება 87 ხმით ცნო. გიორგი ხელაშვილი პარლამენტში მერაბ ქვარაიამ ჩაანაცვლა, რომლის უფლებამოსილებას პარლამენტის 83 წევრი დაეთანხმა. პარლამენტის გამოკლებული წევრის, ნინო იობაშვილის ადგილმონაცვლედ წარმოდგენილ სალომე ქურასბედიანის უფლებამოსილების ცნობას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილებას კი, რომელმაც პარლამენტის გამოკლებული წევრი, ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩაანაცვლა, 88 პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.

Visited 20 times, 1 visit(s) today