„ნამდვილად პარტიაში მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებითაც, სხვა საკითხებთან ერთად, რომ გუნდს შემოემატოს ახალი სახეები,“ – ეს განცხადება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, პარტიაში განახლების პროცესი დაიწყო. მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კადრების შერჩევაში კერძო კომპანიაა ჩართული.
„ეს არ ეხება მხოლოდ პარტიის ლიდერშიფს, საუბარია რაიონულ ორგანიზაციებზე, პარტიის გაძლიერებაზე ახალი სახეებით, ამისთვის იმ ინფორმაციას დაგიდასტურებთ, რაც გავრცელდა, ოღონდ ერთი განსხვავებით, რომ ჩვენ ამისთვის არ გვჭირდება რაღაც კომპანიების დაქირავება, არსებობენ ჩვენს პარტიულ სისტემაში ჯგუფები, რომლებიც ამას ისედაც უზრუნველყოფენ,“- განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ადასტურებენ, რომ ახალი სახეების შერჩევის პროცესში კახა კალაძე აქტიურად არის ჩართული.