ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა. ☑3920 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა ეზოებში შესასვლელები სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 118 ათასი ლარია პროექტს შპს „პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს მუშაობს შვიდი ერთეული მძიმე ტექნიკა დასაქმებულია 25 მუშახელი შესრულებულია სამუშაოს 50% პროექტი ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება პატარა ფოთში მიმდინარე სამუშაო საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს.