პატივისცემას იმსახურებთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი აქ ნახვა და ვაფასებ თქვენს ვიზიტსა და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, – მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც prof-news-ს ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერის შეფასებით, NATO-ს სამიტის წინ საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“ჩვენ მადლიერნი ვართ ამერიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისადმი”, – აღნიშნა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაზე შეაჯამეს ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, ასევე, დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით.
“პრეზიდენტ ობამას სახელით მინდა გამოვხატო, რაოდენ მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვართ იმ გზაზე, რომელზეც დგახართ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე – ვითარდებით სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ განახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები და თავისთავად, როგორც ქვეყანა, უდიდეს პატივისცემას იმსახურებთ იმის გამო, რომ ინარჩუნებთ სურვილს, თქვენი მზერა დასავლეთს მიაპყროთ. თქვენი ქმედებები არაა მიმართული დამსჯელობითი, შურისმაძიებლური მიზნებისაკენ და მოქმედებთ თქვენი მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – ამისთვის ნამდვილად პატივისცემას იმსახურებთ. თქვენ გაატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ელოდებით არჩევნებს ოქტომბრის თვეში”, – განაცხადა ჯონ კერიმ.

მისივე თქმით, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის მნიშვნელობაც იმაში მდგომარეობს, რომ იგი მოახდენს უდიდეს გავლენას საზოგადოების აზრზე იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ვითარდება საქართველო.

”ვიცი, ამჟამად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგახართ. ამჟამად, ამ პრობლემის წინაშე ყველა ჩვენგანი დგას. ამდენად, ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობა – შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების”, – აღნიშნა ჯონ კერიმ.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ქარტიის სხდომაზე დაისახა თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტეტები.

”მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა წარმატებულად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სხდომის პლენარული სესიის ყოველწლიურად ჩატარება, სტრატეგიული პარტნიორობის საკვანძო მიმართულებების უმაღლეს დონეზე განხილვის საშუალებას იძლევა”, – განმარტავენ ადმინისტრაციაში.

Visited 131 times, 1 visit(s) today