პატრიარქი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიცაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო უსამძიმრებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნიცაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს უსამძიმრებს.
„თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა.
სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიო გახდა დაუცველი და მსგავსი საშიშროება ყველა ქვეყნის წინაშე დგას.
აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

Visited 203 times, 1 visit(s) today