პატრიარქმა მრევლს სამების ტაძარში ვნების შვიდეულში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი გააცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს სამების საკათედრო ტაძარში ვნების შვიდეულში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი გააცნო.

უწმინდესის თქმით, ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირული წირვა აღევლინება. 26 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება შვიდგზის ზეთისცხება. ხუთშაბათს წირვას თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს და შესრულდება ფეხთა ბანვის წესი, ხოლო პარასკევს 14:00 საათზე გარდამოხსნის გადმოსვენება მოხდება.

შაბათს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკაშვირებით ლოცვა აღევლინება, ხოლო 23:00 საათიდან საზეიმო ლიტანიობა დაიწყება.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 1-ელ მაისს აღნიშნავს.

Visited 266 times, 1 visit(s) today