პატრულ-ინსპექტორებმა ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების საპატრულო ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორებს, გიორგი რომანიშვილს და ბესიკ გულოშვილს მოქალაქემ შეატყობინა, რომ თელავში, სარწყავ არხში მცირეწლოვანი და-ძმა ჩავარდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილისკენ დაუყოვნებლივ გაემართნენ, სარწყავი არხის გვირაბში, დაახლოებით, 100 მეტრის სიღრმეზე შეცურეს და ბავშვების გადასარჩენად, ძლიერი დინების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციის განხორციელება დაიწყეს. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე შსს-ს მაშველებიც მივიდნენ. პატრულ-ინსპექტორებმა და მაშველებმა არხიდან და-ძმის ამოყვანა უსაფრთხოდ შეძლეს. ამ დროისთვის ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

Visited 180 times, 1 visit(s) today