პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის ა/რ მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით 2015 წელს პეტრას ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ციხის კედლების რეაბილიტაცია. 2017 წლისათვის სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში დაიწყო პირველი ეტაპის სამუშაოები: ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღობის მოწყობა. 2018 წლისათვის დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობა, ასევე გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოების დროს ციხეზე აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი მასალები: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა).

Visited 174 times, 1 visit(s) today