პეტრე კანკავა კონფერენციაზე – ,,აფხაზეთი – არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ მოხსენებით წარსდგა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე კონფერენციაზე – ,,აფხაზეთი – არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ მოხსენებით წარსდგა.
პეტრე კანკავამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან კონფერენციის მონაწილეებს ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სამშვიდობო პროცესის პერსპექტივებზე და გამოწვევებზე, ამ პროცესში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების როლზეც ისაუბრა.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.

Visited 183 times, 1 visit(s) today