,,პიანინო”-ბოლნისში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დავით ალადაშვილის კლასიკური მუსიკის კონცერტს უმასპინძლა.

“პიანინო”,- ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საზოგადოებას ახალგაზრდა პიანისტი, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, დავით ალადაშვილი და კომპანია “მაგთი” სთავაზობს. კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 50-მდე ლოკაციაზე გაიმართება.

დავით ალადაშვილმა, ბოლნისში მსმენელს, ცნობილი კლასიკური მუსიკის შემსრულებლების ნაწარმოებები შესთავაზა. კონცერტზე მსმენელისთვის ერთი ნაწარმოები ბოლნისელმა ოთარ ოჩხიკიძემაც დაუკრა. კონცერტი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც, ბავშვებს საჩუქრად სამახსოვრო მაისურები გადაეცათ.

Visited 245 times, 1 visit(s) today