პირველადი დათვლით სტიქიამ ქედას 400 000 ლარამდე ზარალი მიაყენა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გამგეობის სტიქიის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა დასრულდა , რომელსაც გამგებელი დავით დუმბაძე თავმჯდომარეობდა. პირველადი დათვლით სტიქიამ მუნიციპალიტეტს 400 000 ლარამდე ზარალი მიაყენა. აღრიცხული იქნა როგორც საქვეუწყებო, ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურა: ხელოვნური ნაგებობები, ხიდები, საყრდენი კედლები და ა.შ. გარდა კერძო ბიზნესზე მიყენებული ზარალისა.
სხდომაზე განიხილეს ასევე, ამჟამად არსებული მდგომარეობა. ამ დროის მონაცემებით ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის 4 მთას. მძიმე ტექნიკა მუშაობს სოფელ ნამონასტრევში კალაპოტის შესაცვლელად და მეორე მხარეს დარჩენილი პირუტყვის გამოსაყვანად. რადგან ორცვის წყალსადენი სარეზერვო მაგისტრალს წარმოადგენს, წყალმომარაგება დაბის მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. სოფელ გეგელიძეებისა და წონიარისის საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები კი ხვალ დილიდან დაიწყება.
მორიგი სხდომა ხვალ აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთადაა ჩანიშნული. სხდომაზე მუნიციპალიტეტისა და დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები გაიმიჯნება.
ქედაში სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია.

Visited 180 times, 1 visit(s) today