პირველ სვირში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველ სვირში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია მიმდინარე წელს გზის 800 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება, რომელიც აღნიშნულ უბანს სოფლის ცენტრთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში კი 1,5 გზის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 45 ათას ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, მზა სასაქონლო ბეტონი სოფლის გზების მოსაწყობად ნაწილდება და ადგილობრივები მის დაგებას საკუთარი ძალებით ახდენენ. მიმდინარე წელს სასაქონლო ბეტონის შეტანა 8 სოფელშია დაგეგმილი. ბეტონის შეტანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „ალპედე“ ახდენს. მიმდინარე სამუშაოები ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მამუკა მახათაძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

Visited 234 times, 1 visit(s) today