პირიქითა ხევსურეთის სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული პაკეტები გადაეცათ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, შატილისა და არხოტის ხეობებში იმყოფებოდნენ. მათ პირიქითა ხევსურეთის სოფლებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები გადასცეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ და მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხებიც მოისმინეს. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, შატილისა და არხოტის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს დათვისჯვარის უღელტეხილის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება, რის შემდეგაც ადგილობრივები საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური აქტივობა ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ოჯახებს 1 თვის სასურსათო მარაგი გადაეცათ.

Visited 77 times, 1 visit(s) today