პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის 3 თვეში შემოწირულების სახით 428 476 ლარი მიიღეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის 3 თვეში შემოწირულების სახით 428 476 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 2016 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ყველაზე მეტი შემოწირულება პლატფორმა ახალ პოლიტიკურ ცენტრზე მოდის. მას 168 058 ლარი აქვს მიღებული.
მეორე ადგილზე 143 283 ლარით ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”, მესამეზე კი 45 070 ლარით ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის”. ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 30 097 ლარის ოდენობის შემოწირულება აქვს მიღებული ,”ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” კი 20 560 ლარი.
შემოწირულების კუთხით სხვა პარტიათა მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”დევნილთა პარტია” – 8 010 ლარი, ”საქართველოს რესპუბლიკური პარტია” – 5 972 ლარი, ”თავისუფალი დემოკრატები” – 4 000 ლარი, ”მემარცხენე ალიანსი” – 1 500 ლარი, ”თავისუფალი საქართველო” – 710 ლარი, ”საქართველოს მშვიდობისთვის” – 550 ლარი, ”კონსერვატიული პარტია” – 360 ლარი, ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – 300 ლარი და ”განახლებული საქართველოსთვის” – 5 ლარი.

Visited 126 times, 1 visit(s) today