პოლიტსაბჭოს დღის წესრიგში “მრეწველებისა” და “რესპუბლიკელების” დაპირისპირების საკითხი არ დგას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში “მრეწველებისა” და “რესპუბლიკელების” დაპირისპირების საკითხი არ დგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს ეს საკითხი არ იქნება განხილული, ვინაიდან პრემიერ-მინისტრს ძალიან ცოტა დრო აქვს და პოლიტსაბჭო მხოლოდ ერთი საათით იკრიბება.

“გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ის შეხვდა “რესპუბლიკურ პარტიას”. შეხვდება სხვა პარტიებსაც ცალ-ცალკე და ამის შემდეგ გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, რაზეც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ტყემალაძემ.

Visited 110 times, 1 visit(s) today