პოლიციელებმა 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა ოლიმპიადის პირველივე დღეებში 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე იოსებ ხუციშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან 86 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ორთაბრძოლაში რუს მოჭიდავეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ასევე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ისაპარეზა ლუკა კურტანიძემ 125 კგ წონით კატეგორიაში და ბელდუხ გავაშელიშვილმა 97 კგ წონით კატეგორიაში, ორივე მათგანმა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. ძიუდოისტმა ნოდარ მჭედლიშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსი დავითაშვილმა, ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოცურავე გიორგი ბერძენიშვილმა ოლიმპიადაზე სხვადასხვა სტილით ცურვაში მიიღო მონაწილეობა და 4 ვერცხლის მედალი აიღო. „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“ – ში შს სამინისტროს 12 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება.

Visited 149 times, 1 visit(s) today