პოლონეთმა საქართველოში შესაძლოა პროექტი ,,ქალაქის ახალი სიცოცხლე“ დააფინანსოს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი განიხილეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროს წარმომადგენლები და პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი (მინისტრის მოადგილე) პაველ ჰორონჟი და დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
Twinning პროექტი 2018 წლის იანვარში დაიწყო. მისი მხარდამჭერი პოლონეთის ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროა. პროექტის ძირითადი მიზნებია – საქართველოს მუნიციპალიტეტების და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სივრცითი მოწყობის საკითხებზე, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდიდან საქართველოში ახალი პროექტის ,,ქალაქის ახალი სიცოცხლე“ დაფინანსების შესაძლებლობა.

Visited 170 times, 1 visit(s) today