პრაქტიკულად ივანიშვილმა „თავისუფალ დემოკრატებს“ საარჩევნო კამპანიის დაწყება ”მოგვილოცა”

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამით, პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილმა „თავისუფალ დემოკრატებს“ საარჩევნო კამპანიის დაწყება ”მოგვილოცა”, – ამის შესახებ „თავისუფალ დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება პროკურატურისა და სასამართლოს ბერკეტების გამოყენებით, რომელსაც ხელისუფლება ბოლო ათი წლის განმავლობაში იყენებდა.

„ამით პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილმა „თავისუფალ დემოკრატებს“ მოგვილოცა საარჩევნო კამპანიის დაწყება, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გავჩერდებით. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის არც თანამდებობა, არც სხვა რაიმე სახელისუფლებო ბერკეტი მთავარი არ არის. ჩვენთვის მთავარია ღირსება და ღირსეულ ადამიანებს გაჭირვებაში არ მივატოვებთ, ჩვენ მათ გვერდში ვიქნებით და გამოვიხსნით ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და ეს არის ჩვენს ქვეყანაში მზარდი ტენდენცია იმისა, რომ ჩამოყალიბდეს ავტორიტარულ რეჟიმად. დღეს ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ არის მთავარი სახელისუფლებო ბერკეტები“, – განაცხადა ალასანიამ.

Visited 161 times, 1 visit(s) today