პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრებიდან 6 წევრი ესწრება, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. სხდომას არ ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე რამდენიმე მინისტრი, რომლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილება. ესენია:
1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მომხსენებელი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია;

2. საქართველო-ნატო: 2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები; 2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი, მომხსენებელი – დავით დონდუა, თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დავით რაქვიაშვილი;

3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში, მომხსენებელი – ლევან იზორია, თანამომხსენებელი – ვლადიმერ ჩაჩიბაია;

4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება – ერთიანი ეროვნული მიდგომა“, მომხსენებელი – დავით რაქვიაშვილი.

Visited 136 times, 1 visit(s) today