პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში, ავღანეთში დაღუპული უმცროსი სერჟანტის მდინარ ბებიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. გიორგი აბაშიშვილმა ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პრეზიდენტის სახელით სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
“ შესანიშნავი ვაჟკაცი დაკარგა არამხოლოდ ოჯახმა, არამედ სრულიად საქართველომ. ჩვენ დავკარგეთ გმირი, რომელიც იბრძოდა, გლობალური უსაფრთხოებისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის“,-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ავღანეთში დაღუპული უმცროსი სერჟანტი დღეს მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში სამხედრო პატივით დაკრძალეს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

Visited 161 times, 1 visit(s) today