პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს – საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი.
საბჭოს სხდომაზე საკითხები წარადგინეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე განიხილეს ასევე შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის განათლებისა და რეზერვის სისტემის განვითარების მიმართულებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და ეროვნული მედეგობის გაზრდის შესაძლებლობები.

Visited 121 times, 1 visit(s) today