პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტებმა პოლონეთის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

Visited 126 times, 1 visit(s) today