პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატი შეიცავდა ხარვეზებს

”პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატი ხარვეზებს შეიცავდა და ამ ხარვეზებზე, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, უკვე შექმნილი საკონსტიტუციო კომისია გულისხმობს მასში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს მდივნის მონაწილეობას.

“პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატი შეიცავდა ხარვეზებს და ამ ხარვეზებზე, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამის გამო ჩვენ შევქმენით კომისია იმ ფორმატით როგორითაც შევქმენით. ეს დადგენილება გულისხმობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის მონაწილეობას, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაიფიქროს პირვანდელი გადაწყვეტილება და ჩაერთოს კომისიის მუშაობაში. რატომ არ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში საკონსტიტუცო ორგანოს რომელიმე წარმომადგენელი? ჩემთვის ეს პოზიცია სამწუხაროდ საწყენია“, – განაცხადა კობახიძემ.

Visited 123 times, 1 visit(s) today