პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
აბაშიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ვეტოს და აღნიშნა, რომ მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით, უკეთეს კანონმდებლობას მივიღებთ.
”პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატები მართლაც გულდასმით გაეცნონ მოტივირებულ შენიშვნებს. კარგი იქნებოდა ეს აქამდე არსებულ ვეტოებზეც მომხდარიყო, მაგრამ არა უშავს, ახლა არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები ჩაუღრმავდნენ მოტივირებულ შენიშვნებს. იქ არის მართლაც ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომლებიც გამოთქმული იყო მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სფეროს ექსპერტებისგან. ძალიან ღირებული შენიშვნებია და ვფიქრობ, აღნიშნული მოტივირებული შენიშვნებით მხოლოდ მოიგებს საქართველოს პარლამენტი და მივიღებთ უკეთეს კანონმდებლობას. მე ამის იმედი მაქვს”, – განაცხადა აბაშიშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციისთვის, რათა საბოლოო ჯამში მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული იქნას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა.
აქედან ერთი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.

Visited 131 times, 1 visit(s) today