პრეზიდენტის ყალბი გასროლა ვის ემუქრება, მაინც ვერ გავიგე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დავით ბერძენიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების მაისში გამოცემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ”შექმნილი პოლიტიკური ვითარების არაადეკვატურად” აფასებს.

”პრეზიდენტის განცხადება, რომ რადგან ახლა მას უნდა და არ დათანხმდნენ, მაშინ მაისში გამოსცემს აქტს – ღიმილისმომგვრელია, რადგან თუ მაისში გამოცემულ აქტს პრემიერი არ დაეთანხმება და ხელს არ მოუწერს ანუ თუ არ მოხდება კონტრასიგნაცია, რა სიტყვაც ახლა ძალიან პოპულარულია, მაშინ უკვე პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება ახალი განკარგულება მინიმუმ 6 თვის ვადაში გამოსცეს. პრეზიდენტის ფუჭი, ყალბი გასროლა ვის ემუქრება, მაინც ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის შექმნილი პოლიტიკური ვითარების ადეკვატური”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Visited 137 times, 1 visit(s) today