პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრას გამართავენ. როგორც prof-news-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება და ის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს შეეხება.
”დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაგეგმილი აქვს სამუშაო შეხვედრა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც დაესწრება პრეზიდენტი”, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

Visited 126 times, 1 visit(s) today