პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ფუნდამენტური და დროული რეფორმა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ფუნდამენტური და დროული რეფორმა, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ცნობილია, რომ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, მოეწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების საბოლოოდ მისაღებად.

„თუმცა დეპუტატების მხრიდან დაინტერესება და სურვილი სასამართლო სისტემაში ცვლილებების გასატარებლად ნაკლებია, რაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების შთაბეჭდილებას ქმნის. გაუგებარი და გასაკვირია ცალკეული დეპუტატების კომენტარები, რომ მესამე მოსმენის წინ, როდესაც ხდება მხოლოდ ტექნიკური და სარედაქციო ჩასწორებები, მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტის განხილვისას პარლამენტარებს პრინციპულ საკითხებზე თანხმობა არ აქვთ. პრეზიდენტის აზრით, ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლოს რეფორმირებისა და გაჯანსაღების საკითხში პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები არც უმრავლესობაში და არც საპარლამენტო უმცირესობაში“, – განაცხადა მიშველაძემ.

Visited 92 times, 1 visit(s) today